15-07-2021
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ფერმერებმა მეფუტკრეობის ბაზა დაათვალიერეს, ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპუალციის სასელექციო სამუშაოებს გაეცნენ, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, საფუტკრეში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ცვილის ჯამების დამზადებაში ჩაერთვნენ.
მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ბაზაზე, ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით კი, რეგულარულად ტარდება უფასო სემინარები და ტრენინგები.
სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრე ფერმერები მუხურის ბაზას არასამთავრობო ორგანიზაციის „გააფართოვე შენი სამყარო” (Eyw) პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში ესტუმრნენ.