გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე სამტრედიაში და ვანში ვეტერანებს შეხვდა

15-07-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, რეგიონებში გეგმიური ვიზიტს ფარგლებში მორიგი შეხვედრები სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტში გამართა. სამსახურის დირექტორი ადგილობრივ ვეტერანებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, გრიგოლ დალაქიშვილს და ვანის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გოგორიშვილს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე, კობა კობალაძე, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების და სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის შესახებ ესაუბრა.

ვეტერანებმა დასვეს კითხვები, რომელზეც სამსახურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს მათ ასევე გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროგრამებში.

თავის მხრივ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტუმრებს, ის პროგრამები გააცნეს, რომლებითაც ვეტერანები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სარგებლობენ. დღევანდელი მონაცემებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია - 941 ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში 300.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე.

სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930