გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის

19-07-2021

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სსფ-სთან მე-4 მუხლის ფარგლებში გამართული კონსულტაციები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დავასრულეთ მე-4 მუხლის კონსულტაციები. აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ხდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კონსულტაციები. განსაკუთრებით, იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და ის ნაბიჯები, თუ როგორ უნდა შევძლოთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია განახორციელა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა ისინი პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სიმძლავრეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შევძელით. ამ ღონისძიების ეფექტურობას თავის შეფასებებში ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ჩვენ განვაახლეთ ეკონომიკური პროგნოზი 2021 წლისათვის - 7.7 პროცენტამდე. შესაბამისად, წელს, ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ჩვენს ამ შეფასებას სრულად ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პროგნოზიც ასევე 7.7 პროცენტს შეადგენს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930