გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ქვემო ბოლნისში რიტუალების სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

21-07-2021

მოსახლეობის მოთხოვნით, სოფელ ქვემო ბოლნისში რიტუალების სახლი შენდება. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 398 526 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ წელს ქვემო ბოლნისში, რიტუალების სახლის მშენებლობის გარდა, 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზის დაგებაც ხორციელდება.

“სულ მალე ქვემო ბოლნისში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ახალი რიტუალების სახლით სარგებლობას შეძლებენ. ახალი რიტუალების სახლის აშენება მოსახლეობის დიდი სურვილი იყო და მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი უკვე დასკვით ფაზაში შედის. ამ სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 398 526 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ წელს სოფელში ბეტონის გზის მოწყობის მეორე ეტაპიც ხორციელდება”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930