გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

26-07-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი კოჯრის (ნაწილობრივ), ტაბახმელას (ნაწილობრივ) და თელეთი (ნაწილობრივ) მოსახლეობას, აგრეთვე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I კვარტლის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქართველიშვილის, ოთარ ჭილაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ნეკრასოვის, პლატონის, ტოლსტოის, მოსე გოგიბერიძის, ნოე ჟორდანიას, სანაპიროს, და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღომი III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, საირმის გორის, კარტოზიას, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, ცინცაძის, შევარდენიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე აეროდრომის დასახლების 7, 8, 10, 11, ქუჩების, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის, კალოუბნის და ზურაბ აბულაძის ქუჩების მოსახლეობა.

ასევე გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და ერისთავის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დიღმის მასივის I კვარტლის და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ვლადიმერ ლობჟანიძის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930