გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: სექტემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

26-07-2021

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას შევპირდით მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, რომელიც სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.

ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ რეგიონებში ჩვენი ვიზიტებისას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. უკვე სექტემბრიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისგან.

ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ნაწილი ტექნიკის ღირებულების იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. ჩვენს მოსახლეობას, რომლსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ.

ჩვენ გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება - 20,000 ლარამდე ტექნიკის, საშუალო თანხის მექანიზაციის - ესაა 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100,000 ლარზე მეტის ღირებულების შემთხვევაში; აქ შედის როგორც გამწევი ტექნიკა, ისე იმპლემენტები, ფაქტობრივად ყველა ის საშუალება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ღირებულება 50 მილიონი ლარია. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი.

თანადაფინანსების მოცულობა, ჯამურად, ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა შემდეგი პირობით: იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 35%-ს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში თანადაფინანსება ასევე შეადგენს ღირებულების 35% - ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს, თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%.-ით.

ამავე პირობებით დაფინანსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031