30-07-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ვაჟ-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ),კახეთის ჩიხის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ვერეს, აბაშიძის, ჩარგლის, ჯანო ბაგრატიონის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიირებს ელექტროენერგიას ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ნინო რამიშვილის, გაგარინის, შარტავას და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მოსახლეობა.