18-05-2018
ნაყინის მწარმოებელ კომპანია "თოლიაში" მათ მიერ წარმოებულ ნაყინში ხვლიკის აღმოჩენას კატეგორიულად გამორიცხავენ.
ასე ეხმაურებიან "თოლიაში" სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ფოტოს, რომლის მიხედვით, "თოლიას" ნაყინში მომხმარებელმა ხვლიკი აღმოაჩინა.
"ჩვენ მაღალი სტანდარტის საწარმო გვაქვს, რომელსაც ხშირად ამოწმებს სურსათის უვნებლობის სამსახური და შეგიძლიათ მათაც ჰკითხოთ; რატომღაც წელიწადის ამ დროს ვრცელდება მსგავსი ფოტოები. შარშან თითქოს ნემსი აღმოაჩინეს ნაყინში. არ ვიცით, ამის უკან ვინ დგას, მაგრამ ფაქტია, ნეგატიური კამპანია ამ სეზონზე გორდება ხოლმე. ერთი რაც შემიძლია ზუსტად გითხრათ, ხვლიკების წარმოება არ დაგვიწყია. ეს ნამდვილად არაა ჩვენი ხვლიკი", - აცხადებენ კომპანიაში.