2-08-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, პიკასოს, მუზაშვილის, შევარდენიძის, საბურთალოს, საირმის, შარტავას, ჯავახეთის, წულუკიძის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, 17 შინდისელი გმირის, წყნეთის ხევის, ყიფშიძის, საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, სამღებროს, გომის, სალმის, ზდანევიჩების, ჩაისუბნის, დოქის, ბუხაიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ჯანჯღავას, კაჭარავას და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას გოგოლაურის, აგლაძის და დიდუბის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მოსახლეობა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, პოლიციის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, სურგულაძის, გახოკიძის, მამისაშვილის, ბაღდავაძის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობა, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, სტრაბონის, ვეფხისტყაოსანის და ლამბერტის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის XI მიკრორაიონის I კვარტლის და ავშნის ქუჩის მოსახლეობა.