გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ქართული კრიმინალი უვიზო რეჟიმს პრობლემას არ უქმნის

18-05-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით არცერთ ევროპულ ქვეყანაში ქართული წარმომავლობის კრიმინალი არ გაზრდილა.
მისვე თქმით, უვიზო რეჟიმისთვის ერთადერთი საფრთხე თავშესაფრის მაძიებლების პრობლემა იყო, რომელიც აღარ არსებობს.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 
„შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ქართული წარმომავლობის კრიმინალის ზრდა არ ფიქსირდება, მათ შორის გერმანიაშიც ფიქსირდება შემცირება.
ქართული კრიმინალი დღეის მდგომარეობით და დინამიკაში არ უქმნის არანაირ პრობლემას უვიზო რეჟიმს. უვიზო რეჟიმის ძირითადი რისკი იყო თავშესაფრის მაძიებლები და იმ მუშაობის შემდეგ, რაც გავატარეთ ასე თუ ისე დარეგულიერებულია ეს საკითხი და ასეთი გამოწვევები დღეს აღარ არსებობს“- განაცხადა გახარიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930