გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა

3-08-2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ის უკვე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შარაბიძეს და თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა.


„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც დაიგეგმა და მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც მე ვასრულებდი თავმჯდომარის მოვალეობას. განვიხილეთ ყველა საკითხი, მომავალი გამოწვევები. ვუსურვებ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,-განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ მიმდინარე აქტივობებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საქმიანობებზე. მე უკვე ვერთვები ყველა იმ აქტივობაში, რომელიც დაგეგმილი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ სარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზეც. მე გიორგი შარაბიძეს გავუზიარე ჩემი ხედვა გამჭვირვალობის საკითხებისა და იმ ამოცანებზე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, მათ შორის არის უწყვეტი ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების საკითხის გაძლიერება/განვითარება და ინკლუზიურობის და ჩართულობის ხარისხის მაქსიმალური ზრდა“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.


გიორგი კალანდარიშვილმა თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა დღეიდან დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა ის გუშინ, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აირჩია.


გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.


პროფესიით იურისტი გიორგი კალანდარიშვილი არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილე იყო, მას მიღებული აქვს განათლება საარჩევნო, სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031