გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება

4-08-2021

,,ლაითურის პენიტენციური დაწესებულება იქნება პირველი საპატიმრო საქართველოში, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს სრულყოფილად მოემსახურება" - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით: საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930