4-08-2021
სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
პროექტით გათვალისწინებული რეზერვუარის, ჭაბურღილის, ჭაბურღილის სათავსის და შენობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის და გამანაწილებელი ქსელის, ასევე საქლორატოროსა და დარაჯის შენობის აშენება-მოწყობა და შემოღობვა დასრულებულია.
პროექტს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოაცხადებულ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს.
კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს 150 და 500 მ3 ტევადობის ორი რეზერვუარის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა.
სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და ფინანსდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ.
"მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით ცდილობს მუნიციპალიტეტში მოაგვაროს არსებული პრობლემა. სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა აწუხებდა. პროექტის დასრულების შემდეგ750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ" - აცხადებენ მერიაში.