გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

5-08-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, კორონავირუსის ვაქცინით, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში ბოლნისის მერის წარმომადგენლები აიცრნენ.


ქალაქ ბოლნისში, მოქალაქეებს აცრის გაკეთება ,,ფაიზერის", ,,სინოფარმისა" და ,,სინოვაკის" ვაქცინებით ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.


შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31