5-08-2021
„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საქართველოს შესახებ.
დავით ლილუაშვილის თქმით, ქართულ ოპოზიციას დაქვემდებარებულ მედიაში წინასაარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება.
„ვინმე ინტერესდება დესტრუქციულ ოპოზიციას დაქვემდებარებული და/ან მის მიერ კონტროლირებადი მედია როგორ ინფორმაციას გადმოცემს?!
- საქართველო არის საფრთხის შემცველი ქვეყანა (რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ და როგორ იქცა დემოკრატიის შუქურა კრიმინალურ ქვეყნად...);
- ხელისუფლებისთვის 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლას მოჰყვა თავისი პოლიტიკური ფასი (ევროპული ქვეყნების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებენ...);
და ა.შ.
ქვეყნის მტრობაც არის და ქვეყნის მტრობაც, ყველაფერს აქვს საზღვარი!!!
როდის დასრულდება ეს დეზინფორმაციის ნიაღვარი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში?!
რა გახდა ბოლო-ბოლო კანონის მიღება "ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ"?!
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!“- წერს დავით ლილუაშვილი.