გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„fDi Intelligence“ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემას აფასებს

5-08-2021

„fDi Intelligence“  საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემას აფასებს და ვრცელ სტატიას უძღვნის ამ საკითხს. სტატია იწყება სიტყვებით „საქართველოს ინოვაციური ძალისხმევა ნაყოფს იძლევა“. ავტორი მკითხველს სხვადასხვა სამომავლო პოტენციალის მქონე სექტორის იმ ქართულ სტარტაპებს აცნობს, რომლებმაც საკუთარი წარმატებული პროდუქტი შექმნეს და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანეს. ასეთია ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე სტარტაპი Pulsar AI, რომელიც ნიუ-იორკის Spincar - მა იყიდა. სტატიაში აღნიშნულია: ,,ბოლო არსებული ინფორმაციით, Spincar-მა ახალ შენაძენში ათეულობით მილიონი დოლარი გადაიხადა და აღწერს მას, როგორც ინდუსტრიის ყველაზე მოწინავე AI პლატფორმას. სულ რაღაც ორი წლით ადრე Pulsar AI გახდა საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელმაც ადრეულ სტადიაზე მიიღო უცხოური ინვესტიციები, მოიზიდა აშშ- ვენჩურული კაპიტალი 1,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. დღესდღეობით ის წარმოადგენს ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პირველ პრეცედენტს.

 

სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  როლს ამ პროცესში და აღნიშნავს, რომ ინოვაციების სააგენტო წამყვან ძალას წარმოადგენს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ GITA დაარსების დღიდან (2014 წელი) მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეკოსისტემის ფორმირებისთვის საჭირო ყველა აქტორს აძლიერებს და ტექნოლოგიური პარკების საშუალებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს არაერთი სახის ტრენინგს კონკურენტუნარიანი უნარების გასავითარებლად, ზრდის ადგილობრივი სტარტაპების საერთაშორისო კავშირებსა და სთავაზობს მათ ინოვაციურ ფინანსებზე წვდომას სტარტაპთა სასიცოცხლო ციკლის საჭიროებიდან გამომდინარე. 2018 წლიდან, სააგენტომ გრანტების სახით სტარტაპებისთვის გამოყო 200,000 აშშ დოლარამდე. US Market Access Center (აშშ ბაზარზე წვდომის ცენტრი) აქსელერატორი განიხილავს განაცხადებს და არჩევს სტარტაპებს, რომლებიც შემდგომში საერთაშორისო მეწარმეების კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. ჯამში 200 სტარტაპზე დაიხარჯა 11 მილიონი ლარი (3.3 მილიონი აშშ დოლარი), რომელთაგან 25-მა ერთობლივი შემოსავლისა და კერძო ინვესტიციების სახით მიიღეს 150 მილიონ ლარამდე.“ - ვკითხულობთ სტატიაში.  

  

ავტორი საუბრობს ასევე მსოფლიოს წამყვანი ბიზნესაქსელერატორის 500 Startups - ის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე, რომელიც GITA - ს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

კიდევ ერთი ქართული სტარტაპი, რომელსაც „fDi Intelligence“ სტატიაში იხსენიებს, არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან - Stack, პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერი tab- ების გარეშე, რაც ზრდის პროდუქტიულობას რამდენიმე პროგრამის ერთდროული გამოყენების ოპტიმიზაციის გზით. გასული წლის ბოლოს კომპანიამ მოიზიდა $ 850 000 დოლარის ინვესტიცია 500 Startups-სა და ჰოლანდიური ვენჩურული ფონდისგან Peak Capital.

 

სტატიის ავტორისთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართული სტარტაპი Phubber - ი, ინოვაციური მომსახურების სფეროდან რომელმაც წელს მოიზიდა 300,000 აშშ დოლარი WhatsApp-ის ერთ-ერთი ადრეული მხარდამჭერისგან და გავლენიანი მარკეტინგული პლატფორმა Echolize-სგან, რომელსაც მხარს უჭერენ ისრაელის ინვესტორები. ტექსტში ყურადღებაა ასევე გამახვილებული სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე სტარტაპზე Agrolabs, რომელიც მიიწვია 500 Startups-მა ქალაქ სან-ფრანცისკოს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

წყარო: https://www.fdiintelligence.com/article/79880

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930