გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირი, რომელმაც „საქართველოს ფოსტის“ ჯიხურიდან 6 200 ლარი გაიტაცა, პოლიციამ დააკავა

20-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ო.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.


დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930