გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოვიდ 19 - ის წინააღმდეგ რეგულაციები მკაცრდება

9-08-2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციოსაბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა,  კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულებამკაცრად გაკონტროლდება.

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციოსაბჭომ დღეს იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება;

 

შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება;

 

კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930