გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი

10-08-2021

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, სოციალური საკითხების გადაწყვეტის, განათლების, სპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მმართველი გუნდის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება მიწის ნაკვეთების მელიორაცია, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
„თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ქალაქისთვის, ჩვენი სოფლებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, სოციალური საკითხების გადაწყვეტა ჩვენი მოსახლეობისთვის, განათლება, სპორტი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება ბოლნისს. კარგად იცის ჩვენმა კანდიდატმა, ჩვენმა გუნდმა, რა სჭირდება ჩვენს ბოლნისს, ჩვენს ბოლნისის მოსახლეობას, სოფლებს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა ასეთი დიდი საკითხების მოგვარება. საკითხები, როგორიც არის მაგალითად მიწის ნაკვეთების მელიორაცია თუნდაც, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, განათლება - პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა - ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც ჩვენ გვექნება განსაკუთრებული აქცენტი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად, მეგობრებო, მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ შემდგომი სამი წელი იყოს განვითარება, განვითარება და განვითარება. იყოს მშვიდი, სტაბილური პერიოდი და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ ყოველ დღე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930