გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
სომეხი ჟურნალისტი: მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ქალი - ქალია და მამაკაცი - მამაკაცი

21-05-2018


სომეხი ჟურნალისტი, სერგეი ბაბლუმიანი გამოცემაში «Голос Армении» აქვეყნებს სტატიას, სადაც ის საქართველოს მაგალითზე სომხეთში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობს და სექსუალური უმცირესობის თავისუფლებისა და ნარკოტიკების ლეგალიზაციის შესაძლო მოთხოვნას საფრთხედ აფასებს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„ჩვენთან, ერევანში, სექსუალური უმცირესობების პირველ შემოტევას ხელისუფლებამ ჯერ-ჯერობით გაუძლო. მერე დაიწყეს განცხადებების კეთება იმაზე, რომ თურმე სომეხი მამაკაცები ქალებს და ბავშვებს სცემენ და აწამებენო - დღისითაც და ღამითაც, ყველასათვის დასანახად თუ დარაბებს მიღმა. სომეხ მამაკაცს თავისი ოჯახი და ცოლ-შვილი თურმე არ უყვარს და ყოველდღიურად აგინებს... დილით ქმარი რომ იღვიძებს, მძინარე ცოლს თუ არ წამოარტყა, ისე ვერ მოისვენებს.


მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ქალი - ქალია და მამაკაცი - მამაკაცი. სადაც არის უმცროსის პატივისცემა უფროსის მიმართ, მოსწავლის - მასწავლებლის მიმართ, შვილის - მშობლების მიმართ და პირიქით. რევოლუციის შედეგი პროტიტუციის და ნარკომანიის ლეგალიზება არ უნდა იყოს. არც ის, რომ ვიღაცეების ვიწრო ჯგუფმა უმრავლესობის საზარალოდ რაღაც თავისუფლება მოითხოვოს“-წერს ბაბლუმიანი.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031