გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს

14-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდარღვევებიდან 3 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 1 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების და 4 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. სოფლების - ანდეზიტის, მზეთამზესა და სხვილისის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ 4 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყის, 7 კუბურ მეტრამდე ფიჭვის სახეობის საშეშე მერქნისა და 11 ერთეული ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას.


ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში. მოქალაქემ, სოფელ ზარზმის მიმდებარე ტყეში უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარე.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი კი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს.


ადიგენის სატყეო უბანში, ასევე დაბა წაღვერში და სოფლებში - ანდეზიტსა და მზეთამზეში, მოქალაქეებმა კანონოდ მოიპოვეს ფიჭვისა და ნაძვის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული 1, 60 კუბური მეტრი საშეშე მერქნისა და ჯამში 43 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები. იმ ფაქტებზე კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930