გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე დავხარჯავთ

14-08-2021

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე დავხარჯავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ მეტ პროგრამებს დავაფინანსებთ ყველა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ შეისწავლა რეგიონების და მუნიციპალიტეტების საჭიროებები და სწორედ ამ გეგმებით აპირებს სერიოზული ინვესტიციების განხორციელებას.
„გლეხს როდესაც სურს, რომ ერთ ჰექტარ მიწაზე მოიყვანოს დაახლოებით 30 ტონა ატამი, მისი საშუალო შემოსავალი შეიძლება იყოს დაახლოებით 50-60 ათასი ლარი საშუალოდ წელიწადში, რაც შეიძლება ძალიან კარგი მოტივატორი იყოს სხვებისთვისაც. ადამიანები ყოველთვის უყურებენ მაგალითს. ამ წარმატების მაგალითებს ქმნიან სწორედ ჩვენი მშრომელი ადამიანები.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე დავხარჯავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ მეტ პროგრამებს დავაფინანსებთ ყველა რეგიონში. ჩვენ პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ვიცით რომელ რეგიონს და მუნიციპალიტეტს რა სჭირდება, რომელი კულტურის განვითარება შეიძლება და სწორედ ამ გეგმებით ვაპირებთ სერიოზული ინვესტიციების განხორციელებას, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930