გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, 58 მლნ. დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში

14-08-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში 58 მლნ. დაიხარჯება.


„წლებია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელოდება წყლის პრობლემის მოგვარებას. ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, თუმცა შემდეგ იყო გარკვეული პაუზა და ახლა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, გამოცხადებულია ტენდერი, უკვე ყველა სამუშაო დამთავრებულია. დაახლოებით 60 მლნ. ლარამდე - 58 მლნ. დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930