გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანვარ-ივნისში 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა

18-08-2021

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5 პროცენტით მეტი) 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 პროცენტით მეტი). ნებართვების 71,8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.


საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.


სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 818,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,9 პროცენტით მეტი) 1128 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3 პროცენტით მეტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930