19-08-2021
დედაქალაქის გარეკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, სოფელი ქვემო ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ბრონშტეინის I ჩიხის, გორგასლის, ბანძელაძის, აფაქიძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, იოსებ ჟორდანიას, მერი შერვაშიძის, ტარას კვარაცხელიას, გენო ადამიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ხეჩუაშვილის, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, მესხეთის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, გეხტმანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და ზურა ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, ძმები კაკაბაძეების, გურიის, ბარნოვის, ზანდუკელის, ნანეიშვილის და მემედ აბაშიძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობა.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის და ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ბახვის, ქედის, ბურების, კარდანახის, სპარტაკის, გაბისკირიას, გრემის, შემოსავლის, ორხევის, ელენე ახვლედიანის, კალატოზის, ურიცკის, სამრეკლოს და მაცეხის ქუჩების მოსახლეობას, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვარკეთილი-3 დასახლების IVა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე წყნეთის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.