გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ნაცმოძრაობა მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს სთავაზობს, ჩვენ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას

19-08-2021

„ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება" ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.


როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო.
„რამდენიმე წუთით, მე მინდა, პოლიტიკური სიტუაცია შევაფასოთ, ვიცი რა, ვის წინაშეც გამოვდივარ - გურულები არ მაპატიებთ არასწორი შეფასების გაკეთებას. მე და ჩვენი გუნდი ვსაუბრობთ რეალურ გეგმებზე, გაკეთებულ საქმეებზე და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ, რას გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები - „ნაციონალური მოძრობა", რომლის ხელწერაც კარგად მოგეხსენებათ, რაც იყო - ტერორი, წამება და ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხის. მოჩვენებითი, ფასადური, ფრაგმენტული პროექტების ჩათვლით. ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს. ჩვენ, „ქართული ოცნება" ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას და მშვიდობას და სტაბილურობას.


ამას გარდა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ჩვენ, ბოლო წლებში, ძალიან მოკლე ვადებში შევძელით ხელშესახები, ისეთი ხელშესახები პროექტების და პროგრესის მიღწევას, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რომელიც მანამდე მართლაც წარმოუდგენელი იყო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, გავხსენით ბაზრები რუსეთთანაც. მე ვიცი ძალიან კარგად, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რაც შეიძლება მეტი ბაზრების ათვისება. ჩვენ ყველა ბაზარი და ყველა ქვეყნის პოტენციალი უნდა ავითვისოთ და გამოვიყენოთ საჩვენოდ დაა ჩვენი ფერმერების სასიკეთოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი პრაგმატული გონივრული პოლიტიკის მთავარი მიმართულებები.


ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ნატოსთან მიმართებაში. გვქონდა რეალური, ხელშესახები პროგრესი და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ჩვენ, „ქართულ ოცნებას" აქვს სერიოზული მიღწევები, მაგრამ ჩვენ ამ მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით. გვინდა მეტი პროგრესი დ განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს, ქალაქს დ მუნიციპალიტეტს.


ჩვენ ასევე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტების განხორციელება, რაც ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები და ეს გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი ახალგაზრდებისთვის, დამსვენებლებისთვის, ტურისტებისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით ტურიზმის დეპარტამენტი ამზადებს ახალ პროექტებს, ყველგან შევქმნით დამატებით ტურისტულ ლოკაციებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930