19-08-2021
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7,481.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2,275.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 5,206.0 მლნ. აშშ დოლარს (19.3 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში, 2,930.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (917.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (545.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი)
2021 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 465.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 248.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ. აშშ დოლარით (10.0 პროცენტი).
საქსტატის ცნობითვე, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 461.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 405.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 395.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი).