გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძემ ვერის უბნის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

21-08-2021

მოსახლეობის ყოველდღიურ და ყოფითი გამოწვევების დაძლევა და მათთვის კომფორტული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე, კახ კალაძის მთელი გუნდისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", – აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.  

 

ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, ვერის ბაღში ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გაესაუბრა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს გაეცნო. 

 

მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ვერის უბნის მცხოვრებლებს, გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინებს ადგილობრივი მცხოვრებლების ხედვებსა და ინიციატივებს.

 

მოსახლეობასთან შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31