გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის უწყება: ცალკეული მედიასაშუალებების მიერ თავდაცვის ძალების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება

23-08-2021

სამწუხაროდ, ცალკეულიმედია საშუალებების მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე, ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტს წარმოადგენს გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი სამედიცინო დაწესებულებაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელსაც, ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მინიჭებული აქვს მაღალი შეფასება - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი:


„ბრალდებები, თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი და აქვს ჟანგბადის ბალონების პრობლემა, წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რათა მოხდეს ამ წარმატებული დაწესებულებისა და მთლიანად თავდაცვის ძალების დისკრედიტაცია.


საზოგადოებისათვის გვსურს განმარტოთ, რომ დაწესებულება სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც აუცილებელია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ამასთან, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს 165 პაციენტს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალს გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი.


ამასთან ერთად, თავდაცვის ძალები და მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მუდმივად ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე და წინასწარ ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა ნებისმიერი სცენარის დროს იყოს სათანადო მარაგები და გაიზარდოს დაწესებულების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალმა ითხოვა ნებართვა საკუთარი ხარჯებით შეესყიდა დამატებითი 120მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა მის მზადყოფნას.


სამწუხაროა, რომ მსგავსი პრევენციული მოქმედებები, რომელიც მოწონებას უნდა იმსახურებდეს ცალკეული მედიასაშუალებების მიერ, გამოყენებულია სამინისტროს წანააღმდეგ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.


მსგავსი დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, პანდემიის მართვისა და პრევენციის კუთხით სამინისტრო გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რაც გულისხმობს მათ შორის ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გაუმჯობესებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930