გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-08-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა წყნეთის გზატკეცილის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების, რესპუბლიკის მოედნის, გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, ხევძმარის, ასათიანის, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.


11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ლვოვის ქუჩის მოსახლეობა,11:00 საათიდან 15:00 საათამდე ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, გახოკიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930