გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, 22:00 საათამდე იქნება დასაშვები

24-08-2021

მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

„გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, საბჭომ დღეს რამდენიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.


კერძოდ, ხვალიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031