გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ვროცლავიდან ესეების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

25-08-2021

პეტრას ციხეზე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ქალაქ ვროცლავიდან ესეების კონკურსის შედეგად გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.


ესეების კონკურსი, რომელიც ორივე სახელმწიფოში ტარდება მნიშვნელოვანი პროექტია და მასში ასობით ახალგაზრდაა ჩართული. სკოლის მოსწავლეები უკეთ ეცნობიან საქართველოსა და პოლონეთის შესახებ ინფორმაციას, ისტორიას, კულტურას. პოლონეთის მხარემ ესეების კონკურსი სახელწოდებით „ საქართველო ჩემი ოცნების ქვეყანა“ გამოაცხადა და 20 გამარჯვებული ესტუმრა ბათუმს.


მიმდინარე წელს აჭარიდან იგივე კონკურსის წესით შეირჩნენ მოსწავლეები და შემოდგომაზე პოლონეთში გაემგზავრებიან.


მინისტრმა ისაუბრა აჭარის რეგიონსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში წლების განმავლობაში განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების, მათი სამომავლო განვითარების შესახებ.


პოლონელი მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-კულტურული ტურები იმართება.


პოლონელ მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31