25-08-2021
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის რაიონის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახელობასთან შეხვედრებს აგრელებს. სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ქვემო სამგორის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქვემო სამგორის რაიონში განხორციელდა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო.
2017 წლიდან დღემდე დაიგო შიდა გზები, გადაიხურა სახურავები და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემაც.2 523 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცე და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა FIFA-ს სტანდარტების ფეხბურთის მინი სტადიონი.
ტერიტორიაზე მოეწყო კალათბურთისა და ფრენბურთის კაუჩუკის საფარიანი მოედანი და ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. თუმცა მწვავე პრობლემად რჩება დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამგორის რაიონი, ტერიტორიით, თბილისის მეოთხედია და შესაბამისად ყველა პრობლემის მოგვარება აუცილებლად სჭირდება გაზრდილი ბიუჯეტი და როფორც რევაზ სოხაძემ შეხვედრაზე განაცხადა არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს რომ არაებული ბიუჯეტიგაორმაგდეს, რაც იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპებს გაზრდის რაც ასე მწვავედ აწუხებს სამგორის მოსახლეობას . მოსქხელობასთან შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად ესწრებოდნენ სამგორის მაჟოროტარი დეპუტატი ოარლამენტში სოზარ აუბარი, სამგორის გამგებლის მოადგილი იოსებ ბურდულაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.