25-08-2021
აბიტურიენტებს საკუთარ პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა დღევანდელი დღის 18:00 საათის ჩათვლით აქვთ.
მათ შეუძლიათ რეიტინგულ სიაში საგანმანათლებლო პროგრამები დაამატონ, ადგილი შეუცვალონ ან წაშალონ.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.
ცენტრი ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ ღილაკის „შენახვა“ გამოყენება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მითითებულია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.
ამ კონკრეტული ვადის - 25 აგვისტოს 18:00-ის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.