გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines ბრუნდება

25-08-2021

საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines ბრუნდება, რომელიც ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკა გრძელდება.


„მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარია ჩვენი ქვეყნისთვის და მისასალმებელია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Isr Air -ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, რაც დადებითად აისახება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებაზე და დასაქმებაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ისრაელური ავიაკომპანია ბათუმის მიმართულების რეისებს სექტემბერში შეასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31