გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
გია ხუხაშვილი: ზურაბ ჟვანიას სააკაშვილის მიმართ ძალიან ხშირად მწარე ეპითეტებს იყენებდა... ზურა იყო სააკაშვილის გიჟური მოთხოვნილებებისა და ომის გაჩაღების სურვილების „დამჭერი“, სხვათა შორის, აჭარას დაბომბვა სწორედ ზურამ ააცილა...

25-08-2021

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია სააკაშვილის მიმართ არცთუ ტკბილ ეპითეტებს იყენებდა.


ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ „ასავალ - დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.


„სააკაშვილის მიმართ ზურაბ ჟვანიას ძალიან ხშირად გამოუთქვამს მწარე სიტყვები, რომ ის ექსცენტრიული და არაადექვატური იყო. მწარე ეპითეტებითაც შეუმკია.


სწორედ ზურამ ააცილა აჭარას დაბომბვა, თორემ სააკაშვილი უკან არაფერზე დაიხევდა. შემდეგ რომ ამაყობდა, აჭარა უსისხლოდ დავიბრუნეო... სერიოზული რისკები იყო ცხინვალის მიმართულებითაც.


მოკლედ, ზურა იყო სააკაშვილის გიჟური მოთხოვნილებებისა და დიდი ომის გაჩაღების სურვილების „დამჭერი“, თუმცა, ზურას მერე, 2008 წლის აგვისტოში მან თავისი სურვილის განხორციელება მაინც მოახერხა“ - განაცხადა ხუხაშვილმა.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031