გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

26-08-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ),დავით აღმაშენებლის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, უდაბნოს მონასტრის, ქოშიგორის, დიღმის ქედის, თამაზ ძიძიგურის, იოსებ კვაჭაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანი ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ასათიანის, თაბუკაშვილის, ფხოვის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, შოთა ნიშნიანიძის, გულუას, ხაზინის, ათონელის, ჭანტურიას, სანაპიროს და 9 აპრილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.


14:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ნინოშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე სანზონის დასახლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაინების, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ავშნის, ნუშის, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, მუხიანის, გიორგი ავალიშვილის და ნიკოლოზ ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ლისის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930