26-08-2021
დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმატებული რეფორმები და სამომავლო გეგმები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ნუცუბიძის მეორე, მეოთხე და მეხუთე მიკრორაიონების მოსახლეობას გააცნო. გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერით, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
"ვაგრძელებთ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს და ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. ძირითადი თემები, რაც ამ დროისთვის იკვეთება ეს. ეტაპობრივად, ყველა ის თხოვნა, რაც ადგილობრივებს აქვთ გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტიდან ნოდარ ტურძელაძე და ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.