გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

26-08-2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, ხვალიდან კი სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება.


მიღებული ქულის სანახავად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, სადაც შედეგთან ერთად განთავსებულია ნაშრომის სკანირებული ასლიც.


შედეგების გაგება გამოსაცდელებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333.


27-31 აგვისტოს მაგისტრობის მსურველებს საშუალება ექნებათ ელექტრონულად შეავსონ სააპელაციო განაცხადი ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. სააპელაციო პროცესის დასრულებისთანავე შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც.


2021 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი 12 800 -ზე მეტმა პირმა გამოთქვა. ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვალოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31