გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კურორტ გოდერძიზე წყლის თანამედროვე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

26-08-2021

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების და წყალარინების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.


კურორტ გოდერძიზე აშენდება წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი; წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა გამანაწილებელი სისტემა და გამწმენდი ნაგებობა; ასევე მოეწყობა ორი ახალი წყლის სათავე ნაგებობა და 500მ3 და 600მ3 მოცულობის რეზერვუარები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.


ასევე დაგეგმილია დაბა ხულოში წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია. ხულოს 11 სოფელში, პირველად იქმნება უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურა. განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით 1571 ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ. პროგრამის შედეგად, აჭარის მასშტაბით 30 000-მდე ადამიანი განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930