26-08-2021
საქართველო შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას ავღანეთიდან საგანგებო რეჟიმში ჰუმანიტარული ევაკუაციის განხორციელებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.
„რეგიონული სატრანზიტო ჰაბი შექმნილია და დროებით განთავსდებიან შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახები: NED, IRI, ADB, IMF", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.