გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: არსებობს რეგიონების განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროგრამის წარმოჩენას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასე ეკონომიკის კუთხით

26-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" მარტვილის მერობის კანდიდატის თორნიკე ჯანაშიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე ამ ისტორიულ ადგილას. გიორგი ჭყონდიდელის ხსენება რად ღირს, მისი ისტორია, უნიკალური მოღვაწეობა. საეკლესიო და საერო ნაშრომები, რომელიც აქ შეიქმნა.


ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რას ნიშნავს და როგორი უნდა იყოს ძლიერი რეგიონები. ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ ამ დიდი საბოლოო მიზნის მიღწევამდე.


მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია რეფორმები, რომელიც გატარდა ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც დაიწყო, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სამართლებრივი ბაზის შექმნით- საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელმაც შექმნა საფუძველი ნამდვილად რეალური ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა ჩამოყალიბებულიყო. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდებოდა სამთავრობო, თუ რეგლამენტის კანონის ცვლილებებს და რა თქმა უნდა, ის, რაც შექმნის ძლიერ რეგიონს.


კონკრეტული გეგმა, 10 წლიანი ხედვა, რომელიც პრემიერმა გუნდთან ერთად ჩამოაყალიბა, ითვალისწინებს განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონებზე.
ჩვენ გვინდა ვნახოთ ძლიერი რეგიონები სრული პოტენციალის გამოყენებით, იმ შესაძლებლობების შექმნით და ბოლომდე აღსრულებით, რომელიც ჭირდება ჩვენს მომავალს, გვჭირდება ჩვენ.


მარტვილის კანიონი- ეს არის ბრწყინვალე მაგალითი წარმატების, რადგან ბევრი ადგილია საქართველოს მასშტაბით, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ისტორიული თუ კულტურული ძეგლები, მაგრამ როგორ განავითარებ ამას, მნიშვნელოვანია. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. რამდენიმე წლის წინ დაცული ტერიტორიების სტატუსი მივანიჭეთ მარტვილის კანიონს, მის გარშემო უნიკალურ გარემოს და ბუნებას.


ეს არ არის მხოლოდ სტატუსის მინიჭება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და ერთი სურათით მთავრდება. ეს არის მის გარშემო უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის შექმნა, ღირებულებათა ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტ სარგებელს მოიტანს.


სერვისების განვითარება, განათლებაზე, მათ შორის, პროფესიულ განათლებაზე დაფუძნებული პოტენციალის ბოლომდე გამოყენება- ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დღეს ვხედავთ მარტვილის კანიონს და ამ დაცულ ტერიტორიას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ტურიზმის კუთხით.
პირველ რიგში იმიტომ, რომ არსებობს ყველა შესაბამისი კომპონენტი, რომელიც ტურისტებს კომფორტს უქმნის და სთავაზობს იმ თანამედროვე ევროპული ტიპის სერვისებს, რომლითაც კიდევ ბევრჯერ გავითქვამთ სახელს.


არსებობს კონკრეტული გეგმა, რეგიონების განვითარების, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროგრამის წარმოჩენას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასე ეკონომიკის კუთხით.


ბევრი საინტერესო პროექტია აგროტურიზმსა და ეკოტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებს და გამოიყენებს ჩვენი მოსახლეობა.
მთავარია ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენება, მეტი ახალი იდეა.


ახალი იდეები ყველაზე მეტად მოდის ახალგაზრდებისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტი, მერი, საკრებულო ბოლომდე უზრუნველყოფდეს ახალგაზრდების, თითოეული ადამიანის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შეიქმნას ის შესაძლებლობები და პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ რეგიონს, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ მარტვილზე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა და ჩემი აზრით, აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობა იმისათვის, რომ წარმატებით გააკვირვოს ყველა.


ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაში და წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ ოთხი წლის შემდეგ კონკრეტული შედეგებით ვისაუბრებთ თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში“ - განაცხადა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930