გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"მწვანე ტბიდან" "შავ ტბამდე" გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

26-08-2021

მაღალმთიან აჭარაში, „მწვანე ტბიდან" „შავ ტბამდე" გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.


სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.


პროექტს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილის საავტომობილო გზის მოწყობა.


უკვე დასრულდა მიწის ვაკისის სამუშაოები და ამ ეტაპზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, გათვალისწინებულია დამცავი კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობა.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ,,მწვანე ტბის" რეაბილიტაციის მეორე ეტაპის მიმდინარეობასაც გაეცნო.


პროექტი ითვალისწინებს ენერგო სისტემების, საკონცერტო სივრცის, საფეხბურთო მოედნის და კოტეჯების მოწყობას.


ტერიტორიაზე დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.


2020 წელს დასრულდა „მწვანე ტბის" რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი. ტერიტორიაზე საპიკნიკე, დასასვენებელი ადგილები, ბილიკები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31