გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, ხეთაგუროვის ქუჩის ასასვლელის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

27-08-2021

ქლაქ კასპში, ე.წ. „ქარწისი“-ს დასახლებაში ხეთაგუროვის ქუჩის ასასვლელის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


დასახლების ძირითადი მისასვლელი აღნიშნული მონაკვეთია, რომელიც არის აღმართი, მოუწყობელი და გადაადგილების მუდმივ პრობლემას ქმნიდა.


ამ გზით სარგებლობენ დასახლებაში მიმსვლელი მოქალაქეები და ტრანსპორტი.


გზის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამრჯვებული შპს „ახალი ჭიათურა“ ახორციელებს.


პროექტის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 833 ლარით ფინანსდება.


მომავალ წელს დაგეგმილია ხეთაგუროვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31