გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინდა ISFED-ს კითხვა დავუსვა, რატომ დუმხართ?-კანონის რა დარღვევებზე საუბრობს დავით ჩიხელიძე

27-08-2021

„სახეზე გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი, ღია პროვოკაცია, რომელიც სისრულეში მათ მიერ დანიშნულ (არა არჩეულ) კომისიის წევრებს მოჰყავს.“- აცხადებს ექსპერტი საარჩევნო საკითხებში დავით ჩიხელიძე.


მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით, აღსანიშნავია რომ განაცხადები ერთგვაროვნად არის დაწერილი, რაც ბადებს ეჭვს, რომ განცხადება კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მიერ არის დაწერილი.


„რამდენიმე დღის წინ ISFED-ის დასკვნა გავრცელდა, რომელიც ცესკოს საქმიანობას და საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევას შეხებოდა, დასკვნაში ეწერა, რომ აპლიკანტთა განცხადებები ერთგვაროვანი იყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ განცხადება ერთი ადამიანის მიერ არის დაწერილი, რეალობა კი შემდეგია- ცესკომ პროცედურების გამარტივების მიზნით განცხადების ე.წ. შაბლონი შექმნა, რაც ცესკოში შესული განცხადებების ერთგვაროვნებას იწვევს. ქვემოთ მოგახსენებთ თუ რატომ გავიხსენე აღნიშნული დასკვნა.


ბოლო დღეების განმავლობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით, აღსანიშნავია რომ განაცხადები ერთგვაროვნად არის დაწერილი, რაც ბადებს ეჭვს, რომ განცხადება კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მიერ არის დაწერილი, განცხადების ავტორები აპროტესტებენ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას და პირდაპირ აცხადებენ, რომ სხდომებში მათი მონაწილეობა ფორმალურ სახეს ატარებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში, ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში.


სახეზე გვაქვს, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი, ღია პროვოკაცია, რომელიც სისრულეში მათ მიერ დანიშნულ (არა არჩეულ) კომისიის წევრებს მოჰყავს.“- ამბობს დავით ჩიხხელიძე.


ექსპერტი მიმართავს ISFED-ს, საკითხით დააინტერესებას სთხოვს და ამბობს, რომ ერთგვაროვანი განცხადებები კანონის დარღვევაა.


„მინდა ISFED-ს ლოგიკური და სამართლიანი კითხვა დავუსვა, რატომ დუმხართ? თქვენ ხომ „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ და „მიუკერძოებელი“ ორგანიზაცია ხართ? სახეზე გვაქვს ერთგვაროვანი განცხადებები და კანონის პირდაპირი დარღვევა, (კომისიის წევრი აცხადებს რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს)


სწორედ მსგავსი ფაქტები აჩვენებს ISFED-ის ორმაგ სტანდარტს, მათ საკუთარი სახით საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური გაერთიანების მახინჯი სიმბიოზი აჩვენეს, რომელსაც ობიექტურობასთან და ჭეშმარიტებასთან საერთო არ აქვს“ - ამბობს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930