გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბრად განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, 3 000-ზე მეტ სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი, მსგავსი პრობლემები ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ

27-08-2021

მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ შევძელით 7 არჩევნებში ღირსეული გამარჯვება, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბაშაში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გიგა გაბელაიას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობას და ისაუბრა განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე.
„ჩვენ ახლა ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, დავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, ჩვენს კანდიდატებს წარვუდგენთ მოსახლეობას და მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი უნდა დავდოთ. ამაში, რა თქმა უნდა, ყველას თქვენი იმედი გვაქვს. მინდა, მოკლე რეზიუმე გავაკეთო, რა გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, რა გამოწვევები რჩება ჩვენს წინაშე და რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში. მთავარი, რაც ყოველთვის უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონში ყველა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება და ა.შ. უამრავი მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა, ოკუპაციასთან ერთად, არის ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე, გაჭირვება, რომელიც ჯერ კიდევ მთელს ქვეყანაშია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. უმუშევრობა, რომელიც ასევე ძალიან დიდი გამოწვევაა და ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობ. კიდევ ერთხელ მინდა, ანგარიში ჩაგაბაროთ იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც დავიწყეთ და რომლებსაც ჩვენ ახლა განვახორციელებთ. წარმატებული იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა. გაშენდა ახალი ბაღები, ახალი ვენახები, უნიკალური საწარმოები, რომლებიც მანამდე არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობდა. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, დავიწყოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რაც გადანაწილდება ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამას გარდა, ადგილობრივი წარმოების განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასეც არის. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას მოვახდენთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, შედეგად ველოდებით, რომ დაახლოებით 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება და შეიქმნება 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბრად განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, ეს ყველაფერი, რაც უნდა განვითარდეს. წყლის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის საკმაოდ სერიოზულად. 3 ათასზე მეტ სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი. ეს და მსგავსი პრობლემები არის იმ ყოველდღიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930