გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: კრიმინალების "პოლიტიკური ნიშნით" რეაბილიტირების საერთაშორისო თუ ადგილობრივი "კვოტა" საქართველოსთან მიმართებაში ამოიწურა

27-08-2021

„წელს კრიმინალების "პოლიტიკური ნიშნით" რეაბილიტირების საერთაშორისო თუ ადგილობრივი "კვოტა" საქართველოსთან მიმართებაში ნამდვილად ამოიწურა. არა მგონია, რომ უჩვენოდაც ისედაც არეულ სამყაროში ამისთვის მოიცალონ. ასე რომ, ჟორიკა რურუას პრეცენდენტმა არც უნდა გაათამამოს ვინმე, და არც ფუჭი იმედები ჩაუყაროს ამ მიმართულებით. შეიძლება ვინმესთვის ქართული პოლიტიკა და მისი ოპოზიციური სპექტრი ნაგავსაყრელთან იყოს გაიგივებული, მაგრამ არა იმდენად - რომ მან თავის ბინძურ წიაღში რეალური კრიმინალები და რეციდივისტები უსასრულობამდე შეიფაროს“ -ამის შესახებ ანალიტიკოსო დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„რატომ იყო "შარლმიშელის" შეთანხმება "ბოთლიდან ჯინის" გამოშვების ტოლფასი - კრიმინალ/რეციდივისტებს უკვე ევროკავშირის დონეზე კანონგარეშე მდგომარეობაში აყენებდა, "პოლიტპატიმართა" რანგთან ათანაბრებდა და პრეზიდენტს მათ შეწყალებას აიძულებდა.


ამის შემდეგ, კრიმინალური წარსულის მქონე კონტინგენტის ნაწილი, გაეშურა საქართველოში რეგისტრირებულ 250-ზე მეტ "ცოცხლად დამარხული" პარტიების "პოლიტსაბჭოებში" - საზოგადოებაში დიდი ხნის წინ მივიწყებული პოლიტიკური ცხედრების გაცოცხლების გზით, რათა სამომავლოდ "პოლიტპატიმართა" სარჩული ჩამოიკიდონ. ხოლო მათი "პოლიტ/დისიდენტობა" დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, თავის გუშინდელ პოლიტიკურ "ნათლიმამებს" და მამა/მარჩენალებს, უკანასკნელი და ხმამაღალი ეპითეტებით აგინებენ.


გაჩნდა ამ მოკრიმინალო "პოლიტიკოსებში" ახალი დაჯგუფებაც, რომელიც არა მივიწყებულ ძველს, არამედ ახლად შექმნილ პარტიას მიეკედლა და დღეს უკვე ახალი სტატუსის პოზიციებიდან ითხოვს ქვეყნის კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის საკუთარ აწ უკვე "პოლიტიზირებულ" თავზე მორგებას. როგორც ამას პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ახალი სახე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო მატარებელი, კანონიერ ქურდთა საძმოს დამცველი და 151 - ე მუხლით (სიცოცოხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გირაო/შეფარდებული აკაკი ბართაია ცდილობს.


რა იცოდა მისმა დღევანდელმა თანაპარტიელმა, ამჟამად გახარიას პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა კოტე ანანიაშვილმა - როდესაც 2020 წელს კანონიერი ქურდის "ლავასოღლის" მხარდამჭერ ბართაიას საკუთარი ხელით აკავებდა და ადებდა მას ხელბორკილებს. გამოდის რომ ის, ვინც დღეს ხელისუფლებას ბართაიასთვის იარაღის "ჩადებაში" ადანაშაულებს - შარშან მას "ლავასოღლი" ჩაუდო. თან ისე ღრმად ჩაუდო - რომ დღემდე ვერ გამოუღია. ასე არ შეიძლება - ღელავს საზოგადოება...“ - წერს ანალიტიკოსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930