გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლაცაბიძე: სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პარტია ცდილობს ადამიანები შეიყვანონ შეცცდომაში და გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს

27-08-2021

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და სოციალურ ქსელში გარვრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა.


ლაცაბიძის თქმით, საკვები პროდუქტების ამსახველი ფოტო, რომელიც მმართველი პარტიის დროშის ფონზეა გადაღებული, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.


"სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პარტია ცდილობს ადამიანები შეიყვანონ შეცცდომაში და გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს და მოქალაქეებს უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას, გაეცნონ ყოველი პარტიის გეგმას, ხედვებს და ამის მიხედვით გააკეთონ ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც მივლენ საარჩევნო ყუთთან.


მე არ ვიცი სად არის ეს ფოტო გადაღებული. ამ ფოტოს გადაღება დღესაც შეუძლია ნებისმიერ ადამიან სხვა დროშის ქვეშ და ეს არის ძალიან ღიმილის მომგვრელო ფოტო. არ მინდა ერთი ადამიანი მაინც შევიდეს შეცდომაში ამ დეზინფორმაციის გამო", - განაცხადა ლაცაბიძემ.


ცნობისთვის, აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გუშინ გავრცელდა. ფოტოს გადაღების ადგილად მითითებულია რუსთავი და დასათაურებაში ვკითხულობთ, რომ საქმე ეხება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930