28-08-2021
„წინასაარჩევნო შეხვედრებს, Covid-19-ის პროტოკოლისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, აქტიურად გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობა ჩართული იყოს სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", – განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, შეხვედრა ალ. ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და ადგილობრივ მოსახლეობასთან უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ, მოსახლეობის მხარდაჭერით, კახა კალაძის გუნდთან ერთად მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.