28-08-2021
მმართველი პარტიის ონის მერობის კანდიდატი, სერგი ხიდეშელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად ის სოფელ კვაშხიეთის მოსახლეობას შეხვდა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სოფელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე, პრობლემურ თემებზე და სამომავლო გეგმებზე.
ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით დღეისთვის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია და გპირდებით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ.
მჯერა, ერთად ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ!“ - განაცხადა ონის მერობის კანდიდატმა.